Contact us
Messenger
გახსენით სივრცე შემოქმედებისთვის!

იური აკოპოვის ფოტოგრაფიის აკადემია
ფოტოგრაფიის PRO-კურსი

კურსი განკუთვნილია ფოტოგრაფებისთვის, რომლებსაც სურთ გააფართოვონ თავიანთი შემოქმედებითი დიაპაზონი და აითვისონ სტუდიის სხვადასხვა აღჭურვილობასთან მუშაობა.
კურსის ლექტორი
იური აკოპოვი
პროფესიონალი ფოტოგრაფი
FEP - FEP Federation of European Photographers ევროპის პროფესიონალ
ფოტოგრაფთა ფედერაციის წევრი
მიღწევები:
  • FEP Federation of European Photographers - ევროპის 2017 წლის საუკეთესო საქორწილო ფოტოგრაფი და "ოქროს კამერის" მფლობელი " FEP-ის ვერსიით
  • 2018 წელს, ევროპის TOP 10 ფოტოგრაფი FASHION კატეგორიში
  • 2019 და 2020 წელს "ვერცხლის კამერის" მფლობელი " FEP - Federation of European Photographers" ვერსიით
  • !2024 წელს, ევროპის TOP 10 ფოტოგრაფი FASHION & BEAUTY კატეგორიში!
  • აშშ-ს ფოტოგრაფთა ასოციაციის ბრინჯაოს მედლის მფლობელი PSA Photographic Society of America - PSA Bronze Bronze Medal
  • რამდენიმე ქართული ფოტოკონკურსის გამარჯვებული და მონაწილე.
    • კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ გაკვეთილებს, სადაც დეტალურად იქნება განხილული განათების ძირითადი სქემები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა ტიპის, მათ შორის პორტრეტებისა და სხვადასხვა საგნების ფოტოგადაღებებისას
    • კურსის სტუდენტები სწავლობენ იმპულსური განათების წყაროებთან მუშაობას სტუდიაში, ლოკაციებზე, ინტერიერში, რეპორტაჟის გადაღების დროს, ღონისძიებებზე (ქორწილში და ა.შ.)
    • კურსზე ჩვენ გავაანალიზებთ და გამოვცდით როგორც იმპულსური, ისე მუდმივი განათების სქემებს
    • კურსის სტუდენტები შეისწავლიან სხვადასხვა სტუდიური აღჭურვილობის პრაქტიკაში გამოყენებას
    • კურსის გავლის შემდეგ ფოტოგრაფებს საშუალება ექნებათ თავი თავდაჯერებულად იგრძნონ ნებისმიერ გადაღებაზე და ნებისმიერ სტუდიაში
    ვისთვის არის განკუთვნილი ეს კურსი?

    კურსი განკუთვნილია ფოტოგრაფებისთვის, რომლებსაც სურთ გააფართოვონ თავიანთი შემოქმედებითი დიაპაზონი და აითვისონ სტუდიის სხვადასხვა აღჭურვილობასთან მუშაობა.
    რა კამერა მჭირდება კურსისთვის?


    ნებისმიერი ციფრული კამერა, რომლსაც აქვს მანუალ რეჟიმის ფუნქცია.
    თუ გაქვთ DSLR ან კომპაქტური კამერა ცვალებადი ობიექტივებით, მაშინ ეს ნამდვილად გამოდგება.
    თითოეული გაკვეთილი მოიცავს:

    • აუცილებელ თეორიულ ნაწილილს
    • პრაქტიკულ ნაწილს
    • პასუხები თქვენს კითხვებზ
    სწავლის აქცენტი:



    • გადაღების პრაქტიკული უნარების გამომუშავებას.
    • პრაქტიქულ გადაღებებს სტუდიაში და გარე ლოკაციებზე.
    კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი

    რას ისწავლით?
    • თქვენ შეისწავლით კომერციულ ფოტოგრაფიაში მუშაობის საფუძვლებს, გადაღებისთვის მომზადებას, როგორ იმუშაოთ მოდელთან, როგორ იმუშაოთ კლიენტთან და ა.შ.;
      1
    • შეისწავლით სტუდიურ განათებასთან და ლოკაციებზე მუშაობის პრინციპებს, შეისწავლით თუ როგორ უნდა აირჩიოთ საჭირო განათება ქორწილების გადასაღებად, რეპორტაჟისთვის, გარე და ინტერიერის ფოტოსესიებისთვის, საბავშვო ფოტო გადაღებებისთვის, ფუდ გადაღებისთვის და ა.შ.;
      2
    • კურსის ბოლოს ზუსტად გეცოდინებათ რა განათება და სტუდიური აღჭურვილობა გჭირდებათ პროფესიონალური გადაღებისთვის და თქვენი ფოტოსტუდიის გასახსნელად;
      3
    • კურსის დასასრულს, ჩვენ ერთად, თქვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე, შევარჩევთ საჭირო აღჭურვილობას თქვენი კონკრეტული საჭიროებისთვის (კამერა, ობიექტივები, განათება და სხვა აღჭურვილობა);
      4
    • შეისწავლით სტუდიაში მუშაობის საფუძვლებს და თუ როგორ მუშაობს სტუდიური განათება;
      თქვენ შეისწავლით თუ რა სახის შეიძლება იყოს სტუდიური განათების წყაროები და როგორ განსხვავდებიან ისინი;


      5
    • შეისწავლით შუქით ხატვას, იმპულსური და უწყვეტი შუქით მუშაობას;
      6
    • შუქის მოდიფიკატორები, როგორ მუშაობენ ისინი, რა არის მათი დანიშნულება და ასევე შეისწავლით როგორ შეაირჩიოთ მოდიფიკატორები თქვენი საჭიროებებისთვის.
      7
    სად და რა ფორმატში ტარდება გაკვეთილები?
    კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 8 კვირას (8 გაკვეთილი).
    გაკვეთილები ტარდება თბილისში ჩვენს ფოტო სტუდიაში Creative Room Photo Studio კვირაში ერთხელ დასვენების დღეს.
    გაკვეთილის ხანგრძლივობაა 3,5 საათი, შუა გაკვეთილზე იქნება coffee break შესვენება.
    თქვენ არ გჭირდებათ თან იქონიოთ რვეულები და ჩაწეროთ გაკვეთილების მნიშვნელოვანი მომენტები! გაკვეთილის ყველა მნიშნელოვანი ნაწილი ჩაწერილი იქნება ვიდეოზე.
    გაკვეთილების ვიდეო ჩანაწერები აიტვირთება ჩვენს დახურულ ჯგუფში ფეისბუქზე და ხელმისაწვდომი იქნება ერთი წლის განმავლობაში, რათა უკეთ აითვისოთ შესწავლილი მასალა!
    საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით რა პრობლემების წინაშე დგანან ფოტოგრაფები, რომლებმაც არ იციან სტუდიაში მუშაობა:
    • 1
      მათ არ იციან, რა სახის განათება იყიდონ თავიანთი საჭიროებისთვის;
    • 2
      არ იციან, როგორ იმუშაონ სტუდიურ განათებასთან;
    • 3
      ვერ იღებენ შეკვეთებს სტუდიური გადაღებებისთვის;
    • 4
      ყიდულობენ დაბალი ხარისხის სტუდიურ განათებას და აღჭურვილობას;
    • 5
      ხსნიან სტუდიებს და გარკვეული პერიოდის შემდეგ კეტავენ, რადგან მათი სტუდიები არ მუშაობს.

    პრო კურსის კურსის გავლის შემდეგ თქვენ აღარ დადგებით ასეთი პრობლემების წინაშე. თქვენ შეძლებთ თამამად აიღოთ შეკვეთები და იმუშაოთ პრაქტიკულად ნებისმიერ პირობებში და ნებისმიერ ფოტო სტუდიაში!
    მოთხოვნები სტუდენტებისთვის:
    • ციფრული კამერის ქონა გარე ფლეშის დაყენების შესაძლებლობით
    • ფოტოკამერის მუშაობის ძირითადი პრინციპების ცოდნა
    კურსის ფასია "Food & Product" (28/09/2024)
    2000 ლარი/ 8 გაკვეთილი
    კურსის ფასია "Fashion & Beauty" (22/09/2024)
    1500 ლარი/ 8 გაკვეთილი
    ! 0% განვადება თიბისი - TBC Bank ბანკში
    6-დან 24 თვის ვადით !
    რა ბონუსებს მიიღებთ კურსის დამთავრების შემდეგ?
    • Facebook-ში შეიქმნება ჩვენი კურსის დახურული ჯგუფი, სადაც გექნებათ ურთიერთობის საშუალება თანაკურსელებთან და პედაგოგთან, შეძლებთ ატვირთოთ თქვენი ნამუშევრები და მიიღოთ ტექნიკური მხარდაჭერა, ასევე ჩვენს ჯგუფში ყოველთვის შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი გაკვეთილების ვიდეოჩანაწერები, რათა უკეთ აითვისოთ შესწავლილი მასალა!
    • სკოლის დამთავრების შემდეგ ჩვენ არ გემშვიდობებით! ჩვენი სკოლის ყველა კურსდამთავრებული ავტომატურად გახდება ჩვენი სკოლის ფოტოკლუბის წევრი რაც საშუალებას მოგცემთ შეინარჩუნოთ ურთიერთობა მასწავლებელთან, და კოლეგებთან და მიიღოთ სასარგებლო რჩევები და მხარდაჭერა.
      დამატებითი ინფორმაციისთვის და ჯგუფში რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ აკადემიის FB გვერდის პირად შეტყობინებაში, გამოიწერეთ აკადემიის FB გვერდი და გაწევრიანდით აკადემიის FB ჯგუფში
      კონტაქტი
      akopovacademy@gmail.com
      +995 595 927373
      © Copyright 2024 Iuri Akopov Photographer. All rights reserved. All photographs and text included herein are the property of Iuri Akopov.
      Please note: These images are not royalty free and a fee is required for each specific usage. This includes the use of any of these images for use in web pages. Please respect copyright laws. To inquire about the use of any of these images, please contact me via this website.

      iuriakopovphoto@gmail.com